NBA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა NBA All-Star voting-ის მესამე შუალედური მონაცემები გამოაქვეყნა.
დასავლეთ კონფერენციიდან დალას მავერიქსის ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია, 299,584 ხმით გამოკითხვაში კვლავ მე-8-ე ადგილს იკავებს. ქართველის უშუალო კონკურენტს, დრაიმონდ გრიინს, რომელიც მესამე პოზიციაზე იმყოფება, 499,947 ხმა აქვს.
"ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილე კალათბურთელების საბოლოო შერჩევამდე 4 დღეა დარჩენილი. შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირველ სამეულში უნდა მოხვდეს.
მიმდინარე სეზონში ფაჩულიას დალასის შემადგენლობაში 20, ხოლო მთლიანად კარიერაში 100 ორმაგი დუბლი აქვს შესრულებული.
წყარო: NBA.com