დალას მავერიკსმა სტუმრად აღმოსავლეთ კონფერენციის სამეულის წევრი ჩიკაგო ბულსი 83:77 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 34 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. დალასის მხრიდან მატჩში საუკეთესო დირკ ნოვიცკი იყო, რომელმაც 21 ქულა, 7 მოხსნა შეასრულა.
შემდეგ შეხვედრას დალასი 18 იანვარს, სან ანტონიო სპურსის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველ კალათბურთელს 20 ორმაგი დუბლი აქვს შესრულებული.
ფოტო: არქივი