17 ნოემბერი 2024,   00:58
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ ტურში როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.

ტურნირზე ბასილაშვილს საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ გერმანელმა, ტომი ჰაასმა, ტრავმის გამო ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა და ძირითად ბადეში მისი ადგილი ქართველმა ჩოგბურთელმა დაიკავა.

ბასილაშვილი-ფედერერის მატჩი 18 იანვარს თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერი  ATP-ის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.

დღის ამბები