ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედის მატჩის წინ, ლივერპულელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ალექს ფერგიუსონზე გააკეთა კომენტარი.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო ალექს ფერგიუსონთან შეხვედრა და საუბარი. შესაძლოა შოტლანდიელი ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია, ან ფეხბურთის ჯონ ლენონი. მისი მიღწევების გამეორება ძალიან ძნელია. რაც შეეხება იუნაიტედთან შეხვედრას, მატჩი სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე გუნდს ძალიან გვჭირდება ქულების მოპოვება", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს 17 იანვარს დაუპირისპირდება.
წყარო: eurosport