ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა, ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე ნოვაკ ჯოკოვიჩზე ისაუბრა.
"ჯოკოვიჩი შესანიშნავი ჩოგბურთელია, თუმცა მასში ყველაზე კარგი ის არის, რომ ტრავმას არასდროს იღებს, რაც საკუთარი თავის რწმენაში ეხმარება. როდესაც მწვერვალზე ხარ და ტრავმას იღებ, ფორმაში ჩადგომა რთულია", - განაცხადა ნადალმა.
ავსტრალიის ღია პირველობა 18 იანვარს დაიწყება.
წყარო: 2016.ausopen.com