ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მე-20-ე ტურის მატჩები გაიმართა.
ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ატლეტიკ ბილბაოს უმასპინძლა. შეხვედრის დაწყებამდე გულშემატკივრებმა სპეციალურად ლიონელ მესისთვის დამზადებული ბანერი გამოფინეს, არგენტინელმა კი შეკრებილ აუდიტორიას მეხუთე ოქროს ბურთი წარუდგინა. მატჩი ბლაუგრანას გამარჯვებით 6:0 დასრულდა, მესიმ კი თავისი გოლი მე-7-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.
ზინედინ ზიდანმა მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მეორე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. სამეფო კლუბმა ხიხონის სპორტინგი 5:1 დაამარცხა. ზიდანის ხელმძღვანელობით ბლანკოსმა 2 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 1 მიიღო.
ლა ლიგას მადრიდის ატლეტიკო 47 ქულით ლიდერობს, მეორეზე ბარსელონა იმყოფება, ხოლო მესამე პოზიციას მადრიდის რეალი იკავებს.
*ბარსელონას 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
სევილია 2:1 მალაგა
სელტა 4:3 ლევანტე
ვილიარეალი 0:0 ბეტისი
რეალ სოსედადი 1:1 დეპორტივო
ვალენსია 2:2 რაიო ვალეკანო
რეალ მადრიდი 5:1 ხიხონის სპორტინგი
ხეტაფე 3:1 ესპანიოლი
ლას პალმასი 0:3 მადრიდის ატლეტიკო
ბარსელონა 6:0 ატლეტიკ ბილბაო
ვიდეო: goalsarena.org