საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ ტურში როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.
შეხვედრა თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება.
ტურნირზე ბასილაშვილს საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ გერმანელმა, ტომი ჰაასმა, ტრავმის გამო ტურნირიდან განაცხადი გამოიტანა და ძირითად ბადეში მისი ადგილი ქართველმა ჩოგბურთელმა დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ როჯერ ფედერერი ATP-ის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ბასილაშვილი 117-ე პოზიციაზე იმყოფება.