ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მატჩები ჩატარდა.
სან ანტონიო სპურსმა დალას მავერიქს უმასპინძლა და მეტოქე 112:83. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5 ქულა, 7 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა.
დალას მავერიქს 23 მოგება და 19 მარცხი აქვს, გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს მემფისთან იყოფს. მომდევნო მატჩს დალასელები ხვალ, ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ გამართავენ.