შეხვედრაში პირველი გოლის ავტორმა, გარეთ ბეილმა, კუნთის ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა და ტაიმებს შორის შესვენებისას შეცვალეს. კარიმ ბენზემამ, რომელმაც მატჩში დუბლი შეასრულა, დაზიანება თანაგუნდელთან, ხამეს როდრიგესთან შეჯახების შემდეგ მიიღო და 64-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა.
ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ფეხბურთელების დაზიანება.
წყარო: marca.com