ბრიტანული Mirror-ის ინფორმაციით, ალექს ფერგიუსონი მზად არის მანჩესტერ იუნაიტედში დასაბრუნებლად, ოღონდ მთავარი მწვრთნელის მრჩეველის რანგში.
გამოცემის ცნობით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კლუბი თანამდებობიდან ლუი ვან გაალს დაითხოვს და მთავარ მწვრთნელად რაიან გიგზს დანიშნავს.
იუნაიტედი პრემიერლიგაში 21 ტურის შემდეგ 34 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს. გუნდის შედეგებით უკმაყოფილოა ხელმძღვანელობაც.
შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონი ინგლისურ კლუბს 1986-2013 წლებში წვრთნიდა.
წყარო: Mirror