ფეხბურთის შემდეგ ე.წ. გარიგებული მატჩების სკანდალი ჩოგბურთსაც შეეხო.
ბრიტანული ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, გარიგებულ მატჩებში უძლერესთა კლასიფიკაციის 16 ჩოგბურთელია ეჭვმიტანილი. მათი გვარები ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ გამოძიება 2007 წლიდან მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები რუსეთის და იტალიის ჩრდილოეთის პროვინციების სინდიკატებიდან ირიცხებოდა.
საეჭვო მატჩების ჩამონათვალში ყველაზე პრესტიჟული უიმბლდონის ტურნირის სამი შეხვედრაც მოხვდა. BBC-ის ცნობით სკანდალის მონაწილე 8 ჩოგბურთელი ხვალიდან ავსტრალიის ღია პირველობაშიც ითამაშებს.