მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანმა, ვეინ რუნიმ, ტიერი ანრის რეკორდი გააუმჯობესა.
რუნიმ ლივერპულის წინააღმდეგ მატჩში თავი გამოიჩინა და იუნაიტედის რიგებში 176 გოლი დაუგროვდა, რაც პრემიერლიგაში ერთი გუნდის შემადგენლობაში გატანილი გოლების მხრივ სარეკორდო მაჩვენებელია. წინა მიღწევა ტიერი ანრის ეკუთვნის, რომელსაც არსენალის მაისურით ინგლისის ჩემპიონატში 175 შედეგიანი დარტყმა აქვს შესრულებული.
იუნაიტედი პრემიერლიგაში 21 ტურის შემდეგ 34 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.
წყარო: Mirror