მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო.
სერბმა ჩოგბურთელმა ტურნირის პირველ რაუნდში სამხრეთ კორეელი ჰიონ ჩანგი 6:3, 6:2, 6:4 დაამარცხა.
შეხვედრა 1 საათი და 57 წუთი გრძელდებოდა.
მეორე ეტაპზე ჯოკოვიჩი კენტენ ალისსა და ივან დოდიგს შორის გამარჯვებულს შეხვდება.