ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და 2:6, 1:6, 2:6 დამარცხდა.
შეხვედრა 1 საათი და 15 წუთი გაგრძელდა.
მატჩის შემდეგ შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ქართველ სპორტსმენზე ისაუბრა.
"ნიკოლოზს პირველად ვეთამაშე და ღირსეული წინააღმდეგობა გამიწია. მომავალში მას წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა მსოფლიოს მესამე ჩოგანმა.
მეორე წრეში ფედერერი, უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს დაუპირისპირდება.