ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ნაპოლის სკუდეტოს მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს.
"ნაპოლი კარგ ფორმაში იმყოფება და ამჟამად ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია, თუმცა სკუდეტოს მოგება კიდევ ხუთ გუნდს შეუძლია. პირველ წრეში ჩვენ ბევრი ქულა დავკარგეთ, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ", - განაცხადა ალეგრიმ.
სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებას ნაპოლი 44 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ იუვენტუსს 2 ქულით უსწრებს.
წყარო: Football Italia