მარცხის შემდეგ ბასილაშვილი შვეიცარიელთან გამართულ შეხვედრას Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
"როჯერი ჩემთვის ბავშვობიდან სპორტსმენის მაგალითი იყო. დღეს, ჩემთვის ფედერერთან თამაში არ იყო ადვილი, ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ნერვიულობამ და დაძაბულობამ თავისი გააკეთა. ძალიან დასანანია ის, რომ მე ჩემი თამაშის მაქსიმუმი ვერ ვაჩვენე, მაგრამ გამოცდილება მივიღე. ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ გვერდში დგომისათვის და გულშემატკვივრობისათვის",- განაცხადა ქართველმა ჩოგბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 118-ე ადგილს იკავებს, ფედერერი კი მესამე პოზიციაზე იმყოფება.
წყარო: ბასილაშვილის Facebook-ის გვერდი.