არნემის ვისტესის ქართველი ნახევარმცველი, ვაკო ყაზაიშვილი, ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-18-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ვიტესმა სტუმრად კამბუური 0:2 დაამარცხა. ყაზაიშვილმა მეორე გოლის ეპიზოდში 2 ფეხბურთელი ცრუ მოძრაობით მოატყუა და ეფექტური გოლის ავტორიც გახდა.
ქართველი მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაასახელეს ტურის საუკეთესო ფეხბურთელად.
ვიტესი სატურნირო ცხრილში 18 ტურის შემდეგ 31 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.
ფოტო: არქივი