17 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
NBA All Star voting-ის ხმის მიცემა შეწყდა

გუშინ, თბილისის დროით დილის 09:00 NBA All Star voting-ის ხმის მიცემა შეწყდა. გამოკითხვის საბოლოო შედეგები 22 იანვარს გახდება ცნობილი.

14 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებით, დასავლეთ კონფერენციაში ზაზა ფაჩულია 299,584 ხმით გამოკითხვაში მე-8-ე ადგილს იკავებს. ქართველის უშუალო კონკურენტს, დრაიმონდ გრიინს, რომელიც მესამე პოზიციაზე იმყოფება, 499,947 ხმა ჰქონდა.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირველ სამეულში უნდა მოხვდეს.

 All Star 14 თებერვალს კანადის ქალაქ ტორონტოში გაიმართება.

დღის ამბები