17 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
რაული - "ბედნიერი ვიყავი, როდესაც ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო"

მადრიდის რეალის და ესპანეთის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, რაულ გონსალეს ბლანკოს, განცხადებით, ის ბედნიერი იყო, როდესაც ბლაუგრანამ 2015 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"როდესაც ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მე ბედნიერი ვიყავი. ბოლოს და ბოლოს ეს ესპანური გუნდია და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ სახალხოდ ამის თქმის დროს. კონკურენცია აძლიერებს კლუბებს. ბარსელონა ვერ იქნებოდა ასეთ მაღალ დონეზე, რომ არ ყოფილიყო რეალის კონკურენტი და პირიქით",- განაცხადა რაულმა.

ესპანელი თავდამსხმელი 16 სეზონის განამვლობაში იცავდა მადრიდის რეალის ღირსებას. კლუბთან ერთად რაულმა 16 ტიტული მოიგო, მათ შორის 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

 

წყარო:goal.com

დღის ამბები