ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მატჩში დალას მავერიქსმა ბოსტონ სელტიქსს უმასპინძლა და მეტოქე დამატებულ დროში 118:113 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 36 წუთი გაატარა და 5 ქულა, 19 მოხსნა, 2 პასი მიითვალა. დალასელთაგან საუკეთესო შედეგი დირკ ნოვიცკიმ დააფიქსირა, რომელმაც 31 ქულა და 11 მოხსნა შესძინა გუნდს.
NBA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მომენტად ფაჩულიას ე.წ. ჩატენვა დაასახელა.
დალასი დასავლეთ კონფერენციაში მე-5-ე ადგილს მემფისთან ერთად იყოფს. ორივე გუნდს 24 მოგება და 19 მარცხი აქვს.
შემდეგ შეხვედრას მავერიქსი 21 იანვარს მინესოტას წინააღმდეგ გამართავს.
ვიდეო: NBA.com
ფოტო: mavs.com