17 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
გარეთ ბეილი ტრავმის გამო 3 კვირას გამოტოვებს

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის რეალმა ხიხონის სპორტინგს უმასპინძლა და მეტოქე 5:1 დაამარცხა.

შეხვედრაში პირველი გოლის ავტორმა, გარეთ ბეილმა, კუნთის ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა და ტაიმებს შორის შესვენებისას შეცვალეს. გავრცელებული ინფორმაციით, უელსელი ფეხბურთელი 3 კვირას გამოტოვებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში ბეილმა ანალოგიური დაზიანება მიიღო და გუნდს თითქმის 1 თვე დააკლდა.

 

წყარო: Marca.com

დღის ამბები