17 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
კრიშტიანო რონალდო: "მესის და ნეიმარს ვუთხარი, რომ გაწეული სამსახურისთვის გადამიხდიდნენ"

მადრიდის რეალის საუკეთესო ბომბარდირმა, კრიშტიანო რონალდომ, Goal.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესისთან ურთიერთობაზე ისაუბრა და ხუმრობით ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიხსენა.  

"მე და მესის ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ბოლო წლებში ჩვენ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. როდესაც ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ვიყავით მესიმ და ნეიმარმა ინგლისური ენა არ იცოდნენ, ამიტომ მე მათი თარჯიმანი ვიყავი. ცერემონიის შემდეგ მე მათ ვუთხარი, რომ გაწეული სამსახურისთვის გადამიხდიდნენ", - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს გამართულ FIFA-ს გალა დაჯილდოებაზე ოქროს ბურთის მფლობელად ლიონელ მესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეხუთედ მოიპოვა.

წყარო: Goal.com

დღის ამბები