ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში გამოეთიშა.
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოსთან 6:7, 6:4, 6:3, 6:7, 2:6 დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
შეხვედრა 4 საათი და 45 წუთი გაგრძელდა.
მეორე წრეში ვერდასკო დუდი სელას დაუპირისპირდება.