ჩილეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ ხუმრობით განაცხადა, რომ FIFA-მ ბარსელონას დისკვალიფიკაცია უნდა მისცეს.
"მესის, სუარესისა და ნეიმარის ტრიო ყველაზე ცუდია, რაც ფეხბურთის ისტორიაში მომხდარა. მესის მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტო შეუძლია და როდესაც მას სუარესი და ნეიმარიც ემატება, მოწინააღმდეგეს შანსი არ აქვს. FIFA-მ სიტუაცია უნდა დაარეგულიროს და ბარსელონას დისკვალიფიკაცია მისცეს", - განაცხადა სამპაოლიმ.
2015 წელს მესიმ, სუარესმა და ნეიმარმა 137 გოლი გაიტანეს.
წყარო: eurosport