17 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
რაფაელ ნადალი "უიღბლობის მიზეზი არ ვიცი"

ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა, ავსტრალიის ღია პირველობის პირველივე ტურიდან გამოვარდნის შემდეგ გააკეთა კომენტარი.

"მე კორტზე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, მაგრამ ეს არ იყო ჩემი დღე. ვერდასკო აგრესიულად თამაშობდა და მან გამარჯვება დაიმსახურა. თანამემამულეს წარმატებას ვუსურვებ. მე კი ვარჯიშს გავაგრძელებ, როგორც ამას 4-5 თვის განმავლობაში ვაკეთებდი. სიმართლე გითხრათ, უიღბლობის მიზეზი არ ვიცი",- განაცხადა ნადალმა.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ფერნანდო ვერდასკოსთან 6:7, 6:4, 6:3, 6:7, 2:6 დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. შეხვედრა 4 საათი და 45 წუთი გაგრძელდა.

წყარო:atpworldtour.com

დღის ამბები