17 ნოემბერი 2024,   01:22
ვრცლად
რობერტო მანჩინის და ნაპოლის მწვრთნელის დაპირისპირება

იტალიის თასზე ნაპოლიმ ინტერს უმასპინძლა. მატჩის მიწურულს გუნდების მწვრთნელები, რობერტო მანჩინი და მაურიციო სარი, ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

"მაურიციო სარი რასისტია და ფეხბურთში არ უნდა მუშაობდეს. მე მეოთხე არბიტრთან გავაპროტესტე, თუ რატომ დაამატეს შეხვედრას 5 წუთი. სარიმ კი ყვირილი დაიწყო და იძახდა, რომ მე ჰომოსექსუალი ვარ. თამაშის შესახებ საუბარიც კი არ მინდა, როდესაც 60 წლის ადამიანი ასე იქცევა - საშინელებაა", - აღნიშნა მანჩინიმ.

აღნიშნულ ფაქტს ნაპოლის მწვრთნელიც გამოეხმაურა, რომელმაც მანჩინის ბოდიში მოუხადა.

"ძალიან აღელვებული ვიყავი. მინდა მანჩინის ბოდიში მოვუხადო", - განაცხადა მაურიციო სარიმ.

ინტერმა ნაპოლი 0:2 დაამარცხა და ნახევარფინალში ლაციო-იუვენტუსის შეხვედრის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები