ბარსელონას ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, ესპანეთის ჩემპიონატში კონკურენტ გუნდებზე კომენტარი გააკეთა.
"ახლა ატლეტიკო უფრო საშიშია, ვიდრე მადრიდის რეალი. დიეგო სიმეონეს მიერ გაწვრთნილი გუნდი ყოველწლიურად უმატებს. ვფიქრობ, რომ ისინი ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ",- განაცხადა ბუსკეტსმა .
პრიმერა დივიზიონს 20 ტურის შემდეგ ატლეტიკო 47 ქულით ლიდერობს. ბარსელონა 45 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ ბლაუგრანას 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.