17 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
"ზიდანმა რონალდოს მასტერკლასი ჩაუტარა"

ესპანური Sportyou-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, კრიშტიანო რონალდოს ჯარიმის დარტყმაში რჩევები მისცა, რის შემდეგაც მწვრთნელი და პორტუგალიელი ფეხბურთელი ერთმანეთს შეეჯიბრნენ.

"რეალის ვარჯიშის შემდეგ რონალდო ჯარიმების დარტყმაში ვარჯიშობდა, რა დროსაც მასთან ზიდანი მივიდა და ხუმრობით უთხრა: "მიყურე როგორ უნდა გააკეთო ეს". საბოლოოდ ზიდანი და რონალდო ერთმანეთს შეეჯიბრენ და კარის მიმართულებით 10 დარტყმა განახორციელეს. ფრანგმა ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულა, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კი 2-ჯერ ააცილა. ამ ეპიზოდმა გუნდში მხიარულება გამოიწვია. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიცვალა რეალში სიტუაცია", - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ რონალდოს ჯარიმების დარტყმაში ვარჯიშს ბლანკოსის ყოფილი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესიც ურჩევდა, რამაც ფეხბურთელის გაღიზიანება გამოიწვია.

ზიდანის ხელმძღვანელობით სამეფო კლუბმა ორი შეხვედრა ჩაატარა. 10 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 1 მიიღო. 

 

წყარო: sportyou.es

დღის ამბები