17 ნოემბერი 2024,   01:24
ვრცლად
ფედერერმა მეორე ეტაპის შეხვედრაც მოიგო

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, როჯერ ფედერერმა, ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე ეტაპის შეხვედრა მოიგო.

შვეიცარიელმა უკრაინელი, ალექსანდრ დოლგოპოლოვი, 3 სეტში - 6:3, 7:5, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათი და 34 წუთი გაგრძელდა.

1/16-ფინალში ფედერერი გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ ეტაპზე ფედერერმა ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოთიშა ასპარეზობიდან.

 

დღის ამბები