17 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
ევრობასკეტ 2017-ის კენჭისყრა - საქართველოს ნაკრები პირველ კალათაში იმყოფება

22 იანვარს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. FIBA-მ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პირველ კალათაში განათავსა.

კენჭისყრის შედეგად 27 გუნდი 7 ქვეჯგუფში გადანაწილდება. ევრობასკეტის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და 4 საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს 24 გუნდი, რომელთაგან 13 უკვე ცნობილია და შესაბამისად, საკვალიფიკაციო ტურნირში ბრძოლა 11 საგზურისთვის გაიმართება.

კენჭისყრაზე გუნდები 4 კალათაში იქნებიან განთესილნი. საქართველო წინა ევრობასკეტის შედეგების გათვალისწინებით პირველ კალათაში იმყოფება. აქედან გამომდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი კალათბურთელების მეტოქეები არ იქნებიან: პოლონეთი, სლოვენია, ბელგია, რუსეთი, გერმანია და მაკედონია.

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.

დღის ამბები