დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს.
ფედერაცია ცხადაძეს კონტრაქტის ახალ პირობებს სთავაზობს, სადაც ხელფასის შემცირება და ბონუსების სისტემა იქნება გათვალისწინებული.
ლევან კობიაშვილმა კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მწვრთნელისგან საბოლოო პასუხს ელის. ცხადაძეს თქმით კი მისი პოზიცია ფედერაციისათვის უკვე ცნობილია.
ფოტო: ფედერაციის Facebook-ის ოფიციალური გვერდი.