46 წლის ნოდარ ბერიძე, ხვალიდან მსოფლიოს გარშემო 850-დღიან ველოტურს იწყებს.
ველოტურს სახელწოდებით "სპორტი ყველასათვის", ორგანიზაცია "ყველა ერთისათვის" ახორციელებს.
850 დღის განმავლობაში ნოდარ ბერიძე ველოსიპედით ევროპის, აზიისა და აფრიკის 50-ზე მეტ ქვეყანაში იმოგზაურებს. ქართველი საერთო ჯამში 50.000 კილომეტრს დაფარავს.
ბერიძის საქართველოში დაბრუნება 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იგეგმება.