საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა წყალბურთელებმა თურქეთის ნაკრები 12:11 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები 6 ბურთის სხვაობითაც ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა საბოლოოდ, მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა.
მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-13 ადგილისთვის ბრძოლის უფლება მიიღო.
დღეს, თბილისის დროით 13:30 საათზე, ქართველი წყალბურთელები სლოვაკეთს დაუპირისპირდებიან.
ფოტო: საქართველოს სპორტის სამინისტროს Facebook-ის გვერდი.