ავრტრალიის ღია პირველობაზე, როჯერ ფედერერმა, მესამე ეტაპის შეხვედრაში გრიგორ დიმიტროვი დაამარცხა.
შვეიცარიელმა მეტოქეს 4 სეტში - 6:4, 3:6, 6:1, 6:4 მოუგო. მატჩი 2 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა.
აღნიშნული გამარჯვება ფედერერისთვის დიდი სლემის ტურნირზე რიგით მე-300 გამოდგა.
შემდეგ შეხვედრას მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ბელგიელი დევიდ გოფენომის წინააღმდეგ გამართავს.
წყარო:ATPWorldTour