17 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" მოსკოვის "ცსკა" დაამარცხა

ევროლიგის ტოპ-16-ის მე-4 ტურში ესპანურმა ლაბორალ კუჩამ, რომლის ღირსებას თორნიკე შენგელია იცავს, მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და მეტოქე 81:71 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 19:47 წუთი გაატარა. შენგელიამ 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას ლაბორალ კუჩა 29 იანვარს, ბარსელონას წინააღმდეგ გამართავს.

 

წყარო: GBF.ge

დღის ამბები