აუდიტორიული კომპანია Deloitte-ს მონაცემების მიხედვით, ლონდონის არსენალი საშინაო თამაშების დროს, მადრიდის რეალზე და ბარსელონაზე მეტს გამოიმუშავებს.
გასულ წელს მეთოფეების საშინაო მატჩებიდან შემოსულმა შემოსავალმა 132 მილიონი ევრო შეადგინა.
გთავაზობთ კლუბების რეიტინგს:
მადრიდის რეალი (129 მლნ. ევრო)
ბარსელონა (116.9 მლნ. ევრო)
მანჩესტერ იუნაიტედი (114 მლნ. ევრო
ჩელსი (93.1 მლნ. ევრო)
მიუნხენის ბაიერნი (89.8 მლნ. ევრო)
პსჟ (78 მლნ. ევრო)
ლივერპული (75 მლნ. ევრო)
მანჩესტერ სიტი (57 მლნ. ევრო)
ტოტენჰემი (54.2 მლნ. ევრო)
Deloitte-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბების რეიტინგიც გამოაქვეყნა.