17 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ბუფონი - "2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩემი კარიერის ფინალური მიზანია"

ტურინის იუვენტუსის და იტალიის ნაკრების კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა.

37 წლის მეკარის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა მისი კარიერის საბოლოო მიზანია.

"40 წლის ასაკში გახვიდე მოედანზე და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა - ეს ჩემი კარიერის საფინალო მიზანია"

ბუფონმა მილანის 16 წლის მეკარეზე, ჯანლუიჯი დონამურაზეც, ისაუბრა.

"ასაკის მიუხედავად, დონამურა შესანიშნავად თამაშობს. მასში შიში საერთოდ არ არსებობს. ჩემი აზრით, მინალს დიდი მეკარე ეზრდება",- განაცხადა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 2006 წელს მოიპოვა. გერმანიაში გამართული ტურნირის ფინალში იტალიამ საფრანგეთი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

წყარო:football-italia.net

დღის ამბები