17 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
მანუელ ნოიერი - "ბაიერნიდან წასვლას არ გამოვრიცხავ"

გერმანიის ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ მიუნხენის ბაიერნში თავს ბედნიერად გრძნობს, მაგრამ სამომავლოდ სხვა გუნდში გადასვლას არ გამორიცხავს.

"მე მიყვარს გამოწვევები და საკუთარი თავის საუკეთესოებთან გამოცდა. ამიტომაც ბაიერნში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. თუმცა, მე არ შემიძლია გამოვრიცხო ის ფაქტი, რომ ოდესმე შეიძლება სხვა გუნდში ვითამაშო",-განაცხადა გერმანელმა.

ნოიერი მიუნხენურ კლუბში 2011 წელს შანკედან გადავიდა და კლუბთან ერთად  9 ტიტულის მოგება მოახერხა. 29 წლის მეკარეს ბაიერნთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. 

 

წყარო: transfermarkt.de

დღის ამბები