17 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
სტეფან კარიმ მეორე მეოთხედის ბოლო წამზე ბურთი მოედნის ცენტრიდან ჩააგდო

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, გოლდენ სტეიტ უორიორზმა ინდიანა პეისერსს უმასპინძლა და მეტოქე 122:110 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი სტეფან კარი გახდა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 39 ქულა, 10 მოხსნა და 12 პასია. 

მეორე მეოთხედის ბოლოს, როდესაც ანგარიში 61:51 იყო ოკლენდელების სასარგებლოდ, შარშანდელი სეზონის MVP-იმ ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო.

დასავლეთ კონფერენციაში გოლდენ სტეიტი პირველზე, ხოლო აღმოსავლეთში ინდიანა მეხუთე ადგილზე იმყოფება.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები