17 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
კობიაშვილი ცხადაძის გათავისუფლებას გეგმავს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნაკრების მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებას აპირებს. 

ამის შესახებ განცხადება ლევან კობიაშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ფეხბურთის ფედერაცია კახა ცხადაძეს წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიონ ლარს უხდის. დღევანდელი მდგომარეობით ჩემთვის წარმოუდგენელია კახამ შეინარჩუნოს პონტი. მე დავიცავ ყველანაირ იურიდიულ ფორმას და მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს, სადაც შევალ ინიციატივით, რომ ცხადაძე აღარ იყოს ნაკრების მწვრთნელი. ჩემთვის ეს საკითხი გადაწყვეტილია."

ფედერაციის ხელმძღვანელმა ასევე, მის საქმიანობაში გარეშე პირების ჩარევაზეც ისაუბრა.

"ჩემთვის ყველაზე მძიმე და შეურაცმყოფელი არის ის, რომ, კახა ცხადაძის აზრით, თურმე, ლევან კობიაშვილი არაფერს არ წარმოადგენს და გადაწყვეტილებებს ვიღაცეების მითითებით იღებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მას შემდეგ, რაც ფედერაციის პრეზიდენტი გავხდი, ყველა გადაწყვეტილება არის ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მიღებული და მომავალშიც ასე გაგრძელდება," - განაცხადა კობიაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ფედერაცია და ცხადაძე კონტრაქტის ახალ პირობებზე ვერ თანხმდებიან.

 

დღის ამბები