კლივლენდ კავალიერსმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, დევიდ ბლატი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ებრაელი მწვრთნელის ადგილს მისი თანაშემწე, ტაირონ ლიუ დაიკავებს, რომელიც გუნდს სამწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.
ბლატმა კლივლენდი 2014 წელს ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდი სუპერფინალამდე მივიდა, სადაც გოლდენ სტეიტთან 2:4 დამარცხდა.
წყარო: eurosport