ბარსელონას თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ნეიმარს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.
"დღეს ნეიმარი მესის შემდეგ საუკეთესოა. ის ლეოსგან ბევრს სწავლობს. ბრაზილიელი შესანიშნავად თამაშობს. მას ნებისმიერ დროს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს", - განაცხადა სუარესმა.
2015 წელს მესიმ, სუარესმა და ნეიმარმა 137 გოლი გაიტანეს.
წყარო: fourfourtwo.com