მილანის მთავარმა მწვრთნელმა, სინიშა მიჰაილოვიჩმა ემპოლისთან გასამართი მატჩის წინ განაცხადა, რომ ამაყობს თავისი ფეხბურთელებით.
"მე ამაყი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ, რომელსაც სამაგალითო დისციპლინა გააჩნია. ემპოლი რთული მოწინააღმდეგეა, თუმცა ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ", - განაცხადა სერბმა მწვრთნელმა.
ემპოლისა და მილანის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
წყარო: Football Italia