17 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
ხაბი ალონსო - "რეალი მენატრება"

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა, ხაბი ალონსომ განაცხადა, რომ მას თავისი ყოფილი კლუბი, მადრიდის რეალი ენატრება.

"რეალი დიდი გუნდია, რომელსაც ყველა პოზიციაზე უმაღლესი კლასის შემსრულებლები ჰყავს. მიუხედავად ცუდი სტარტისა, დარწმუნებული ვარ ისინი ყველა ტიტულისთვის იბრძოლებენ. "სამეფო კლუბში" 5 შესანიშნავი წელი გავატარე და რა თქმა უნდა მენატრება მადრიდი. ბლანკოსში მაფასებდნენ და პატივს მცემდნენ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ალონსომ.

ხაბი ალონსო რეალიდან ბაიერნში 2014 წლის ზაფხულში გადავიდა.

 

წყარო: eurosport

დღის ამბები