ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩში, ნორვიჩმა ლივერპულს უმასპინძლა და 4:5 დამარცხდა.
შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გაირკვა. ნორვიჩმა 93-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა- 4:4, ხოლო 95-ზე კი ადამ ლანანამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ ლივერპულს 34 ქულა დაუგროვდა და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ნორვიჩი 23 ქულით მეთექვსმეტე პოზიციაზე იმყოფება.
ვიდეო: Goalsarena.org