17 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
იურგენ კლოპის რეაქცია 95-ე წუთზე გატანილ გოლზე

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩში, ნორვიჩმა ლივერპულს უმასპინძლა და 4:5 დამარცხდა.

შეხვედრაში გამარჯვებულის ვინაობა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გაირკვა. ნორვიჩმა 93-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა - 4:4, ხოლო 95-ზე კი ადამ ლალანამ ლივერპულს მოუტანა გამარჯვება.

ბოლო წამზე მოგება ემოციურად აღნიშნა მერსესაიდული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა. გერმანელ სპეციალისტს ზეიმის დროს სათვალე გაუტყდა.

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები