17 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ESPN – "მოურინიომ მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას 6-გვერდიანი წერილი მისწერა"

ESPN-ის ინფორმაციით, ლონდონის ჩელსის ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას 6 გვერდიანი წერილი მისწერა, სადაც პორტუგალიელი იმ მიზეზებს განიხილავს, რის გამოც ის უნდა დანიშნონ გუნდის მწვრთნელად.

52 წლის სპეციალისტმა იცის, რომ იუნაიტედის რამდენიმე ხელმძღვანელი პირი მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის წინააღმდეგია და გამოცემის ცნობით, მოურინიო სწორედ მათი აზრის შესაცვლელად მოქმედებს.

ამ თემასთან დაკავშირებით "განსაკუთრებულის" აგენტმა, ჟორჟე მენდეშმაც გააკეთა კომენტარი და მოურინიოს მიერ წერილის გაგზავნა უარყო.

"ვის მოუვიდა თავში აზრი, რომ იმ რანგის მწვრთნელი, როგორიც მოურინიოა, კლუბებს წერილს მისწერს და თავის სამსახურს შესთავაზებს?!"

პრემიერლიგაში მანჩესტერ იუნაიტედი 23 ტურის შემდეგ მე-5 ადგილს იკავებს. ინგლისური პრესის ინფორმაციით, ლუი ვან გაალს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ. მოურინიო კი 2015 წლის დეკემბრის შემდეგ უმუშევარია.

წყარო: ESPN

დღის ამბები