17 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ჯოკოვიჩმა და ფედერერმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს

ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/8-ფინალში თავიანთი შეხვედრები მოიგეს ტურნირის ფავორიტებმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა და როჯერ ფედერერმა.

ჯოკოვიჩმა ფრანგი ჟილ ლიმონი 5 სეტში - 6:3, 6:7, 6:4, 4:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 4 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. 1/4-ფინალში სერბი ჩოგბურთელი კეი ნიშიკორს დაუპირისპირდება.

ფედერერმა კი შედარებით იოლი მატჩი ჩაატარა და დავიდ გოფინს 3 სეტში - 6:2, 6:1, 6:4 მოუგო. შეხვედრა 1 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. შვეიცარიელის შემდეგი მეტოქე ტომაშ ბერდიხი იქნება.

დღის ამბები