ესპანეთის უმაღლეს საკალათბურთო ლიგაში ერთმანეთს ქართველი კალათბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ.
თორნიკე შენგელიას ლაბორალ კუჩამ გიორგი შერმადინის ანდორას უმასპინძლა და 12 ქულის სხვაობით - 95:83 დაამარცხა.
ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა. შენგელიამ 21:17 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი მიითვალა. შერმადინის ანგარიშზე კი 17 ქულა და 6 მოხსნაა.
ლაბორალ კუჩა მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ანდორა მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
წყარო: GBF.ge
ფოტო: baskonia.com