17 ნოემბერი 2024,   00:58
ვრცლად
კახა ცხადაძე - "არ გადავდგები"

"არ გადავდგები" - ეს განცხადება საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ, საგანგენგებოდ გამართულ პრესკონფერეციაზე გააკეთა.

ცხადაძემ ლევან კობიაშვილთან მის ურთიერთობაზეც ისაუბრა და ფედერაციის პრეზიდენტს უსურვა, რომ სამომავლოდ მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვას.

"ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის შეურაცყოფა არასდროს მიმიყენებია, მაგრამ სამწუხაროდ, მან მიიღო ეს გადაწყვეტილება. პირადად მისთვის არანაირი პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ვუსურვებ წარმატებებს და ასევე ვუსურვებ, რომ მეტი შეცდომა მან არ დაუშვას",-განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფედერაცია და ნაკრების მწვრთნელი კონტრაქტის ახალ პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და ლევან კობიაშვილმა ცხადაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც აღმასკომი, ხვალ დილის 11:00 საათზე განიხილავს. 

დღის ამბები